პერსონალური ბრენდინგის კლუბის ორგანიზებით, 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “შექმენი შენი პერსონალური ბრენდი”.
შეხვედრაზე განიხილება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც პერსონალური ბრენდის შექმნასა და მართვას ეხება. მათ შორის:
1. პერსონალური ბრენდის მნიშვნელობა;
2. როგორ შევქმნათ “ძლიერი” პერსონალური ბრენდი ონ-ლაინ;
3. როგორ შევქნათ პერსონალური ბრენდის ეკოსისტემა.
ლექციას გაუძღვება ილიაუნის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის მენეჯმენტისა და გაყიდვების მენეჯმენტის ლექტორი – მარიკა მჭედლიძე, რომელმაც დაამთავრა მადრიდის კარლოს მესამის უნივერსიტეტის MBA. ის, ასევე, არის ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის წევრი და სერთიფიცირებული მარკეტერი (PCM).
მოწვეულ სტუმარს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საბანკო სფეროში: გაყიდვების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
მობრძანდით 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში და მიიღეთ თქვენი პერსონალური განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია.
დასწრება თავისუფალია #TbilisiBranding
მისამართი:
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა #3/5 (ვაკის პარკის წინ);
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
E კორპუსი, 207 აუდიტორია.
საკონტაქტო პირი: თემურ იკოშვილი (557 909 644)












