Home ინტერვიუ „Sakkine’s Handmade Corner”-სპონტანურად დაწყებული ბიზნეს საქმიანობა

„Sakkine’s Handmade Corner”-სპონტანურად დაწყებული ბიზნეს საქმიანობა

„Sakkine’s Handmade Corner”-სპონტანურად დაწყებული ბიზნეს საქმიანობა

ალბათ, არც თუ ისე მარტივია ერთ დღეს გაიღვიძო და მოგინდეს გახდე ხელოვანი ადამიანი. იყო განსხვავებული, სხვა თვალით უყურებდე სამყაროს და შექმნა რაღაც  ახალი და განსხვავებული. ზოგისთვის მართლაც წარმოუდგენელია ამის გაკეთება, თუმცა გოგონას, რომელზეც დღეს მე მოგიყვებით არ გასჭირვებია აეხდინა ოცნება და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით უამრავი ადამიანის სიყვარული მოეპოვებინა. ეს არის გოგონა, რომელმაც სრულიად მოულოდნელად იპოვა თავისი ადგილი სამყაროში. ერთ დღეს, როდესაც სკოლას ამთავრებდა, სრულიად მოულოდნელად მიხვდა რომ სამხატვრო აკადემიაში  ჩაბარება უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეჭვის თვალით შეხვდა მის გადაწყვეტილაბას, ადვილად შეძლო მიეღწია დასახული მიზნისთვის. ასე გაჩნდა    „Sakkine’s Handmade Corner”. მისი დამფუძნებელი  სალომე  დათუნაშვილი  „პრეს ტაიმერთან“  აქსესუარების შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.    

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ , როგორ შეიქნა Sakkine’s Handmade Corner?

ჩემი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. ერთ დღეს, გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და ასევე მოულოდნელად გადავწყვიტე  შემექმნა  აქსესუარები. ფეისბუკის გვერდზე ვათვალიერებდი სხვის გაკეთებულ ნამუშევრებს  და  უცებ მივხვდი, რომ მეც მინდოდა მსგავსი რაღაცის კეთება.  წავედი მაღაზიაში, ვიყიდე მასალები და ასე გავაკეთე პირველი საფულე. შემდეგ ნამუშევრები გავიტანე „Flea Market”-ზე, სადაც დიდი მომწონება დაიმსახურა და თითქმის ყველა ნივთი გაიყიდე. ამის შემდეგ გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი ყველაფრისთვის, გავაკეთე ფეისბუკ გვერდი და მოგვიანებით დავიწყე საყურეების კეთებაც.

რა მასალა გამოიყენება ნივთების დასამზადებლად?

ვიყენებ დეკორატიულ თიხას, ვამუშავებ, შემდეგ კარგად ვაშრობ, ვასუფთავებ ზედაპირს და ამის შემდეგ ვიწყებ ხატვას. ძალიან მალე შრება, მსუბუქია და მოხატვაც ადვილი შესაძლებალია. გარდა ამისა, ვიყენებ ზამშეს, აკრილის საღებავს, რომელიც სრულიად უსაფრთხო და გამძლეა.

როგორ იქნება Sakkine’s Handmade Corner”-ის ნამუშევრები და რა არის ამ საქმეში განსაკუთრებული, რის გამოც გიყვართ მისი კეთბა?

ყველაფერი ჩემს ოთახში იქნება. ოთახში სადაც სრული არეულობაა და ქაოსი, სხვანაირად ალბათ ვერც გავაკეთებ. ყოველთვის ჩართულია მუსიკა, რომელსაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მუშაობის პროცესი ძალიან დამღლელია, თუმცა როდესაც შენი შექმნილი ნივთი სხვას ძალიან მოსწონს საოცარი შეგრძნება, რომელიც გიბიძგებს შექმნა კიდევ უფრო კარგი ნამუშევარი.

რა არის ის რაც Sakkine’s Handmade Corner” გამოარჩევს ყველასგან?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი აკეთებს მსგავს  ნივთებს, ჩემი აქსესუარები გამოირჩევა იმით, რომ ისინი მხოლოდ ერთი მზადდება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. ზუსტად მსგავის აღარ იქნება. სწორედ ეს მოსწონთ მომხმარებლებს, მხოლოდ მათთის რომაა შექმნილი და მათი მსგავის სხვას არავის ექნება.

როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი ნივთების შეძენა?

ფასები ძალიან ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა რომ თითოეული დეტალი ხელით არის შექმნილი. მინდა, რომ Sakkine’s Handmade Corner” იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ მინდა, რომ ვიღაცამ ფასის გამო ვერ შეძლოს მისი შეძენა. ჯერჯერობით ფეისბუკ გვერდის საშუალებით ხდება ნივთების შეძენა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ძალიან ბევრ  რაღაცას ვგეგმავ, თუმცა უპირველესად მინდა, რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის დადგმა-საკუთარი კუთხის გაკეთება, სადაც საშუალება ექნება მომხმარებელს მოვიდეს, ადგილზე ნახოს ნივთები და აირჩიოს ის, რომელიც ძალიან მოსწონს.

მარიამ ლეკიაშვილი

1 COMMENT

  1. წარმატებები სალომე!.. წინ საინტერესო მომავლისაკენ….. 🙂 <3

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here