გამოფენა “Three Weeks Aboard USS Bonhomme Richard”

0
769

18 ოქტომბერს, ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენა “Three Weeks Aboard USS Bonhomme Richard” გაიხსნება.

19 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გამოფენა ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის 10:00- 18:00 საათებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის მიერ აშშ-ის სამხედრო გემზე გატარებული პერიოდის ამსახველი ფოტოები. დოვიდენასმა ავიამზიდზე 3 კვირის განმავლობაში იცხოვრა და ღია ზღვაში სამხედროების მუშაობა და ყოფა-ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში ასახა. “სურათები ამერიკის საბრძოლო კლასს საუკეთესოდ და ყველაზე ნათლად ასახავს”, – აფასებს დოვიდენასის ნამუშევარს პოლკოვნიკი მაიკ ვილონსკი, ერთ-ერთი ოფიცერი აღნიშნულ გემზე.

ღონისძიება ლიტვის ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით, ლიტვის საელჩოსთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანაშრომლობით იმართება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here