ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დაიწყო

0
484

IV მექანიზებულ ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დაიწყო

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დაიწყო. სწავლებას ნორვეგიელი და ფინელი ინსტრუქტორები ატარებენ.

ლოგისტიკის ოფიცრის კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. ორი კვირის განმავლობაში ქართველი, მოლდოველი და აზერბაიჯანელი კურსანტები ნატოს ლოგისტიკის კონცეფციას და ფუნქციებს, მრავალეროვნულ ლოგისტიკას და მის კოორდინაციას, ასევე ოპერაციების ლოგისტიკური მხარდაჭერის თავისებურებებს შეისწავლიან.

კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და მისი მიზანი ნატოსთან თავსებადობა და შეიარაღებულ ძალებში ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებაა

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here