Home კულტურა Rinascimento – Barocco

Rinascimento – Barocco

Rinascimento – Barocco

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ პროგრამას ,,Rinascimento – Barocco”, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენის ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე,  კარავაჯო – სინათლე” საფუძველზე შეიქმნა.

ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზებში გაიმართება საუბრები რენესანსისა და ბაროკოს ხანის შესახებ. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ამ ორი ეპოქის ძირითად მახასიათებლებს, ბოტიჩელის და კარავაჯოს ცხოვრებასა და შემოქმედებას.

პროგრამის მონაწილეები მოისმენენ აღორძინებისა და ბაროკოს ხანის მუსიკას. ასევე, ჩატარდება სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია: 12-15 წლის მოსწავლეებისთვის
პროგრამის ხანგრძლივობა:  90 წუთი
ჩატარებ დრო: სამშაბათი, პარასკევი 15:00 საათი
პრგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20)

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 2 15 73 00

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

პროგრამის ავტორი – დალი გოგორიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here