Homeრეგიონიქარელში ბრეძა - ჭვრინისის დამაკავშირებელი ახალი გზა კეთდება

ქარელში ბრეძა – ჭვრინისის დამაკავშირებელი ახალი გზა კეთდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს და გზებზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზურაბ ალავიძემ, ამჯერად, ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბრეძა – ჭვრინისის სამკილომეტრიან  გზის მონაკვეთზე  ასფალტის საფარი იგება და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.  აღნიშნული გზით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ორი სოფლის მაცხოვრებლები სარგებლობს. გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას სასიცოცხლო ობიექტებამდე გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ახალი გზით ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Most Popular