27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ლიბცენტრი გამართავს ბიოლოგ ლევან ბუთხუზის საჯარო ლექციას „ჩემი ტვინი“ თუ „მე და ის“
დასწრება თავისუფალია
ლექცია გაიმართება ილიას უნივერსიტეტში, B201 აუდიტორიაში
მის. ჭავჭავაძის გამზ. 32
***
თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები – რა ვიცით, როგორ არის მოწყობილი და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს? რატომ განსხვავდება და რა ეტაპზე განასხვავა ევოლუციამ იგი დედამიწაზე არსებული ყველა სხვა ტვინისგან? რამდენად მართებულია გამოთქმა „ჩემი ტვინი?“. იქნებ, ნეირობიოლოგიის ზოგი თანამედროვე შეხედულება უფრო მართებულია და უნდა ვთქვათ „მე და ის?“ ხომ არ წარმოშობს ეს ეთიკურ პრობლემებს და ხომ არ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა – არსებობს კი თავისუფალ ნება?












