ზურაბ ალავიძემ ჭიათურა-სკინდორის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

0
440

რეგიონების მასშტაბით შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება.  ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული გზების აღდგენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ამჯერად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე,  იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭიათურა-სკინდორის დამაკავშირებელი  6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კეთდება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის გზა და გრუნტის სანიაღვრეები.
ნოემბრის ბოლოდან, ადგილობრივები ახალი  გზით  უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.  პროექტის ჯამური ღირებულება 1, 5 მლნ ლარს შეადგენს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here