სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ოზონის შრის დაცვის თემაზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

0
624

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში, ნილს სკოტმა მიმართეს.

მხარეებმა ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების მართვის გეგმები და მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე აირების მოხმარების შემცირების ინიციატივები განიხილეს. ასევე, ოზონის შრის დაცვის მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრას უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსის, სომხეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ასევე, საერთაშორისო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here