0
551

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ტყეებსა და ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანორ ჰერმანმა მიმართეს.

სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში ტყის მასივებში ბოლო დროს გახშირებული ხანძრების პრევენციაზე, ტყის მართვაში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მედიის წარმომადგენლებს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სამომავლო ნაბიჯებზე პრეზენტაცია წარუდგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა, ხანძრისგან ტყის დაცვაზე ლიტვის გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრას, მედიის 50-მდე წარმომადგენელთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here