Home გარემოს დაცვა დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხები საქართველოში

დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხები საქართველოში

დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხები საქართველოში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობის საკითხებზე იმსჯელეს სასტუმრო „ციტრუსში“. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით მიმდინარე პროცესი მიმოიხილეს. განიხილეს დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხების გაძლიერების და შეფასების გზები და დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების როლი დაცული ტერიტორიების მართვაში.

შეხვედრის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვაში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს მართვის სისტემების გაუმჯობესებას, მმართველობის დემოკრატიზაციასა და პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას.

ასევე, მოხდა მწვანე ნუსხაში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესვლის განხილვა, რომელიც  კონსერვაციული და სოციალური მიზნების მიღწევის საშუალებად მიიჩნევა. იმსჯელეს ადგილობრივი თემების მონაწილეობით ტერიტორიების დაცვა და კონსერვაციაზე. მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ანალიზიც.

სამუშაო შეხვედრა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN), SPPA – საქართველოს და GIZ-ის მხარდაჭერით გაიმართა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here