საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

0
716

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სადაც, წლებია, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არ მომხდარა,  ათეულობით მილიონი ლარია გამოყოფილი.
მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონებში არსებული წყალმომარაგების პრობლემებს ადგილზე ეცნობა. მინისტრმა, ამჯერად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საირხესა და ჭორვილაში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება, რის შემდეგაც საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 24საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here