Home კულტურა მარიამ ხორავა პროფილის ძიებაში

მარიამ ხორავა პროფილის ძიებაში

მარიამ ხორავა პროფილის ძიებაში

„პროფილის ძიებაში“
მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა
1 ოქტომბერი-6 ნოემბერი , 2017 წ. „არტ გალერეა ვაკე“
ირ. აბაშიძის 47, თბილისი, საქართველო

პორტრეტი, როგორც მრავალფეროვანი ადამიანური ემოციების, ფიქრის, აზროვნების თავმოყრის , ან გაფანტულობის ადგილი – ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ ხორავას შათაგონება სწორედ ადამიანის სახეზე ასახული შინაგანი განცდებია.
„პროფილის ძიებაში“ – ნახატების სერია ჯერ კიდევ ბავშვობაში შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს მოიცავს და ქართველი პუბლიკის წინაშე წარმოადგენს მარიამ ხორავას მიერ, შემოქმედებითი ძიების დროს, საკუთარ თავში აღმოჩენილ ემოციურ სამყაროს. ამიტომაც ნახატებში მკაფიოდ ჩანს ახალგაზრდა მხატვრის ავტოპორტრეტული შტრიხები.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, მარიამ ხორავა გზის დასაწყისშია და განცდებით სავსე, ხელოვნების უკიდეგანო სამყაროში მოგზაურობისთვის ემზადება. მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე კი წარმოდგენილია ემოციათა ობიექტური აღქმითა და სუბიექტური განცდებით შექმნილი პორტრეტების სერია, სადაც დამთვალიერებელმა, შესაძლოა, თავისი საკუთარი ემოციაც იპოვოს და გამოფენით შექმნილი შთაბეჭდილებაც თან გაიყოლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here