Home განათლება გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ჰორსტ კეხელე თსუ-ში

გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ჰორსტ კეხელე თსუ-ში

გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ჰორსტ კეხელე თსუ-ში

27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, პროფესორი ჰორსტ კეხელე საჯარო ლექციას – “სიბრძნის სამი სვეტი” წაიკითხავს. ლექცია ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება.

ჰორსტ კეხელე საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ- ფსიქოანალიტიკოსი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ბერლინის ფსიქოანალიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ფროიდისა (2002) და სიგურნის(2005) პრემიების ლაურეატია.

ასევე, ღონისძიებაზე პროფესორ ჰორსტ კეხელეს ფსიქოანალიტიკური სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის რედაქტორია ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი – ხათუნა ივანიშვილი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here