
2-5 ნოემბერს, თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზშემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის.
2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალს ამერიკული ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ჯგუფი TOWER OF POWER (თაუერ ოფ ფაუერ) გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსოფონისტი JOE LOVANO (ჯო ლოვანო) ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი – მსოფლიოში აღიარებული ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზშემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია.
ფესტივალის წარმდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია;
საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „იმედი“, „არტარეა“, რადიო „ფორტუნა“, “Music Box,” “Georgia Today“, ჟურნალი „OK“, სარეკლამო კომპანია „ალმა“;
მასპინძელი: რესტორანი შავი ლომი;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ – www.tkt.ge