0
563

ევროპის ყველაზე მძლავრი სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ETC (ევროპის თეატრალური კონვენცია) საქართველოს დედაქალაქთან 4ლიანი თანამშრომლობის პროგრამას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისი 26-29 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით “მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე” უმასპინძლებს, რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

ამ თემასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტი, მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, ეკატერინე მაზმიშვილი, ETC-ის პრეზიდენტი, დუბრავკა ვრგოჩი და ETC-ის გენერალური მდივანი მდივანი, ჰეიდი ვილი უძღვებოდნენ.

საერთაშორისო თეატრალურ კონფერენცია “მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე”, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს, 26-29 ოქტომბერს მწერალთა სახლში გაიმართება. სამდღიან ღონისძიებას, 12-ზე მეტი ქვეყნიდან, 50- ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება: საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სპიკერები, პანელ დისკუსიები, მონაწილეთა ვორკშოფები, და მარჯანიშვილის თეატრის 8 სპექტაკლი.

კონფერენცია ორგანიზებულია ევროპის თეატრალური კონვენციის (ETC) მიერ, რომელიც ევროპის სახელმწიფო თეატრების ყველაზე დიდი გაერთიანებაა და 20-ზე მეტი ქვეყნიდან 40-ზე მეტ თეატრს აერთიანებს.

კონფერენცია “მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე”

თბილისში, ETC-ის კონფერენცია თეატრის ციფრული ტექნოლოგიებით შექმნის ფენომენს, ევროპული თეატრის 2000 წლიანი ტრადიციის კონტექსტში გამოიკვლევს. საუბარი დაეთმობა თეატრალური წარმოდგენის შექმნისათვის არსებული ისეთი ციფრული შესაძლებლობების გადასინჯვას, როგორიც არის პირდაპირი ტრანსლირება. ასევე, განიხილავენ ტექნოლოგიური განვითარების თანმხლებ კრიტიკულ და ეთიკურ გამოწვევებს.

კონფერენცია, ETC-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების ნაწილს წარმოადგენს. 2 წლის განმავლობაში, ETL პროექტი გამოიკვლევს თეატრის შექმნის ახალ გზებს, რათა მოიზიდოს ახალი მაყურებელი, თეატრის სიცოცხლისუნარიანობა და უშუალობა ციფრულ ფორმატში გადაიტანოს, გააცნოს ის საზოგადოებას და Opera Vision-ისა და Opera Europa-ს მეშვეობით წაახალისოს მაყურებელთა განვითარების ინიციატივები.

კონფერენციის სპიკერებს შორის იქნებიან: ქართველი ავტორი/დრამატურგი ლაშა ბუღაძე (მარჯანიშვილის თეატრი), ეკატერინე მაზმიშვილი (მენეჯერი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი), ლუკ ოშოჰნესი (Opera Vision), კრის ბრაკმაირი (ხმის რეჟისორი და შემოქმედებითი პროდიუსერი Ars Electronica-ში, ლინცი, ავსტრია) და ალექსანდერ კერლინი (დრამატურგი და ავტორი, დორტმუნდის თეატრი, გერმანია).

“ჩაერთე” – 4- წლიანი პროგრამა ევროპის თეატრებისთვის

ETC (ევროპის თეატრალური კონვენცია) იწყებს თავის 4წლიან პროგრამას – “ჩაერთე – დღევანდელი მაყურებლის განვითარება გამომწვევი თეატრით”. 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლამდე, პროგრამა “ჩაერთე”, შემოქმედებით, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ნიადაგზე, ევროპის მასშტაბით მიმდინარე ინოვაციური დაგეგმვითა და ფორმატებით, მნიშვნელოვანი ფესტივალებით, დადგმებითა და ღონისძიებებით და, ასევე, მომავლის ლიდერებისა და თეატრალური ხელოვანების ამომწურავი ტრენინგით, თეატრის სექტორის ტრანსფორმაციას შეეცდება. პროგრამა “ჩაერთე” ხუთი ძირითადი ნაწილისგან შედგება: თეატრზე კრიტიკული აზროვნების განვითარება; მონაწილეობითი თეატრი; თეატრი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში; ETC-ს პროფესიული განვითარების პროგრამა თეატრის შემოქმედებისთვის და ETC-ს ქსელის გაძლიერება ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის.

პროგრამა “ჩაერთე” თანადაფინანსებულია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამით.

კონფერენციის სრული პროგრამა : http://www.etc-cte.org/base.php?code=1138

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here