
2 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, თურქეთში მცხოვრები ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მკვლევარი ფარნა-ბექა ჩილაშვილთან შეხვედრა და მისი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება. ფარნა-ბექა ჩილაშვილი დაიბადა ორდუს პროვინციის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ბათუმიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონში დამკვიდრებულან.
1980 წელს დაამთავრა სტამბოლში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, მუშაობდა ენციკლოპედიურ გამოცემებში. იყო 1993 წელს აღდგენილი ჟურნალ „ჩვენებურის“ რედაქტორი. 1997 წელს დაიწყო ჟურნალ “მამულის” გამოცემა. 2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებულ თურქულ-ქართულ ჟურნალ „ფიროსმანის“ მთავარი რედაქტორი იყო. თარგმნის თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, ასევე ისტორიულ თხზულებებს.ფარნა-ბექა ჩილაშვილი თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ფართოდ ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტია.
თავდაპირველ ეტაპზე, ქართული გვარის დადგენამდე, ის წერდა ჭილაძის გვარით. წერს, ძირითადად, თურქულად. აქვს ქართულად დაწერილი მოთხრობა და ლექსებიც. მისი ბოლო პერიოდის თარგმანებია (ნაწილი გამოცემულია, ნაწილი კი მზადაა გამოსაცემად): დათო ტურაშვილი – “ჯინსების თაობა” – Blucinliler, 2012; ერლომ ახვლედიანი – “კოღო ქალაქში” – Sivrisinek Şehirde, 2014; ნოდარ დუმბაძე – “მზიანი ღამე” – Güneşli Gece, 2014; ოთარ ჭილაძე – “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” – Yolda Bir Adam Gidiyordu, 2015; მიეილ ჯავახიშვილი – “კვაჭი კვაჭანტირაძე” – Madrabaz Kvaçi, 2017; ნაირა გელაშვილი – “მე ის ვარ” – Ben Oyum, 2017; ერლომ ახვლედიანი – “ვანო და ნიკო” – Vano ile Niko, 2017; “არაჩვეულებრივი მოთხრობები” – Sıra Dışı Öyküler, 2017 (მოთხრობების კრებული) (გურამ დოჩანაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ ოდიშარია, მიხეილ მოსულიშვილი, ირაკლი სამსონაძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, ზვიად კვარაცხელია, ინა არჩუაშვილი, თეა თოფურია, კოტე ჯანდიერი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი ლომოური, თამრი ფხაკაძე, ცოტნე ცხვედიანი, ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო ხვედელიძე, ანა-კორძაია სამადაშვილი, ლუკა ბაქანიძე); მისი ბოლო პერიოდის თარგმანებია (ნაწილი გამოცემულია, ნაწილი კი მზადაა გამოსაცემად): დათო ტურაშვილი – “ჯინსების თაობა” – Blucinliler, 2012; ერლომ ახვლედიანი – “კოღო ქალაქში” – Sivrisinek Şehirde, 2014; ნოდარ დუმბაძე – “მზიანი ღამე” – Güneşli Gece, 2014; ოთარ ჭილაძე – “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” – Yolda Bir Adam Gidiyordu, 2015; მიხეილ ჯავახიშვილი – “კვაჭი კვაჭანტირაძე” – Madrabaz Kvaçi, 2017; ნაირა გელაშვილი – “მე ის ვარ” – Ben Oyum, 2017; ერლომ ახვლედიანი – “ვანო და ნიკო” – Vano ile Niko, 2017; “არაჩვეულებრივი მოთხრობები” – Sıra Dışı Öyküler, 2017 (მოთხრობების კრებული) (გურამ დოჩანაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ ოდიშარია, მიხეილ მოსულიშვილი, ირაკლი სამსონაძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, ზვიად კვარაცხელია, ინა არჩუაშვილი, თეა თოფურია, კოტე ჯანდიერი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი ლომოური, თამრი ფხაკაძე, ცოტნე ცხვედიანი, ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო ხვედელიძე, ანა-კორძაია სამადაშვილი, ლუკა ბაქანიძე); ითარგმნა და გამოსაცემად მზადაა: ჯემალ ქარჩხაძე- “ანტონიო და დავითი” – Antonio ve Davit. მიხეილ ჯავახიშვილი – “ლამბალო და ყაშა” – Lambalo ve Kaşa; ნოდარ დუმბაძე – “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” – Ben, Ninem, İliko ve İlarion; ამჟამად ითარგმნება აკა მორჩილაძე – “მესაიდუმლის ქამარი”.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.