Home სოციალური იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მოადგილეებთან ერთად შეაჯამა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გამართა.

ელჩებთან სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში გაიმართა. პრეზენტაციას ევროკავშირს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩები და საელჩოების მეორე პირები ესწრებოდნენ.

მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები, ასევე მის გამგებლობაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტები.

პრეზენტაციამ 2 საათზე მეტ ხანს გასტანა, რის შემდეგაც უცხოელმა დიპლომატებმა მინისტრთან ერთად ყვარელი დაათვალიერეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here