საერთაშორისო კონფერენცია „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ გაიმართა

0
705

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა მიმართეს. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდა თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე.

ღონისძიების მიზანი იყო, ერთი მხრივ, შვეიცარიული და პოლონური გამოცდილების გაზიარება და საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმდინარე სიტუაციის საზოგადოებისთვის გაცნობა, ხოლო მეორე მხრივ, რეკომენდაციების მიღება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტები პოლონეთიდან და შვეიცარიიდან, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სათავეში ედგნენ თავიანთ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების რეფორმებს.

კონფერენციაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ სამთავრობო, არასამთავრობო, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური სემინარი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების, კანონმდებლობისა და აღსრულების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევებისა და საგზაო უსაფრთხოების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანდაცვის ასპექტებზე.

მომზადდა რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომელიც გადაეგზავნა სამინისტროებს და ქალაქ თბილისის მერიას.

 

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here