Home კულტურა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებულები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებულები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებულები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს პირველად გამოცხადდა და ის ყოველწლიური იქნება.
30 ოქტომბერს, მწერალთა სახლში, ხუთკაციანმა ჟიურმა, ახლადშექმნილი პრემიის გამარჯვებულები დაასახელა.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
თამარ ფხაკაძე „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
მარიამ წიკლაური „მხიარული რეცეპტები“

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
რუსუდან ყიფიანი – ბონდო მაცაბერიძის „წვიმის ზღაპარი“ (3-6)
ვარლამ ჯმუხაძე – კიპლინგის „აი, როგორ და რატომ“ (7-12)

წლის საუკეთესო საბავშვო დრამატურგიული ნაწარმოები
ლელა ცუცქირიძე „ზანზარა და ჩუ“

წლის საუკეთესო თარგმანი
თეა ბაკურაძე – მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პადინგტონი“
ეკატერინე სუმბათაშვილი – მარკ ჰედონის „რა შეემთხვა ღამით ძაღლს“

წლის საუკეთესო საბავშვო ინოვაციური პროექტი
ირმა მალაციძე „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“

წვლილი საბავშვო ლიუტერატურის განვითარებაში
დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია , რომელიც წელს პირველად გამოცხადდა და ის ყოველწლიური იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here