ანსამბლი „ბასიანი“ ბორდოში

0
624

საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, 2 – 4 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“, (Cité des Civilisations Du Vin) პრეზენტაცია-კონცერტით “ ქართული ღვინო და ტრადიციული მრავალხმიანობა” წარდგება, რომელიც გამოფენის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“-ს ფარგლებში გაიმართება.

ასევე, დაგეგმილია ანსამბლ „ბასიანის“ ორი კონცერტი, რომელსაც ესპანელი კომპოზიტორი და მკვლევარი, პოლო ვალეხო გაუძღვება. წარმოდგენილი იქნება პოლიფონიის ის ნიმუშები, რომლებიც, შინაარსობრივად, კავშირშია ვენახთან/ღვინოსთან. ღონისძიებაძე შესრულდება: კახური მრავალჟამიერი, ჩვენ მშვიდობა, ელესა, ჩელა, შენ ხარ ვენახი, ჩაკრულო, წინწყარო, ნადური და სხვა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here