
ღონისძიების ორგანიზატორია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ბუქარესტის კონვენციის კომისია და თურქეთის გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტრო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის აუზის ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.
საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიზო ჭელიძემ მიმართა.
შავი ზღვის მედალისტად წელს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე დასახელდა.
საქართველო შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციას 1993 წელს შეუერთდა. შავი ზღვის დაცვის დღე 1996 წლიდან აღინიშნება.