„მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა”

0
695

წიგნის კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება 11 ნოემბერს, 19:00 საათზე.
განვიხილავთ ბოჰუმილ ჰრაბალის რომანს „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა”.

ანტიკაფე წიგნის კლუბს ფასდაკლებით უთმობს მაგიდას: განხილვაზე მოსული თითოეული ადამიანი იხდის 6 ლარს განხილვის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ.

წიგნის კლუბის ფორმატი: განხილვას არ აქვს ლექციის სახე. წინასწარ შერჩეული მოდერატორები მოკლედ მიმოიხილავენ ავტორის ბიოგრაფიას, ეპოქასა და ლიტერატურულ მიმდინარეობას. შემდეგ იწყება წიგნის განხილვა წინასწარ მომზადებული კითხვების მიხედვით. განხილვის პროცესში ჩართულია თითოეული მონაწილე.

გელით ყველას, ვისაც წაკითხული ექნება განსახილველი ნაწარმოები.

შეკრების ადგილი: Anticafe “Corner” \ ანტიკაფე “კუთხე”, შალვა დადიანის 30.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 593660990

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here