Home კულტურა წიგნის დიზაინის კონკურსი

წიგნის დიზაინის კონკურსი

წიგნის დიზაინის კონკურსი

წიგნის დიზაინის კონკურსი “მსოფლიოს ულამაზესი წიგნები” ამ სახის ერთადერთი
კონკურსია მსოფლიოში. კონკურსი 1963 წლიდან ტარდება ლაიპციგში. 1991 წლიდან
კონკურსს უძღვება გერმანიის წიგნის ხელოვნების ფონდი ფრანკფურტსა და ლაიპციგში.
საერთაშორისო კონკურსი განიხილავს წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში შეირჩევა
ეროვნული კონკურსების ფარგლებში.
დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიური ყოველწლიურად თებერვლის თვეში იკრიბება
ლაიფციგში. მათი ამოცანაა, 30-ზე მეტი ქვეყნიდან მოწოდებული 700-მდე წიგნიდან შეარჩიონ
14 საუკეთესო. ჟიური გასცემს 14 ჯილდოს, რომელთაგან ყველაზე პრესტიჟულია “ოქროს
ლიტერა”, რასაც მოსდევს ერთი ოქროს მედალი, ორი ვერცხლის მედალი, ხუთი ბრინჯაოს
მედალი და ხუთი საპატიო სერთიფიკატი. დაჯილდოვების ცერემონია იმართება ლაიფციგში
ყოველი წლის მარტში წიგნის ხელოვნების ფონდის სტენდზე.
საქართველოს დღემდე არ მიუღია მონაწილეობა ამ კონკურსში. 2017 წელს, თბილისის წიგნის
ხელოვნების ცენტრი აცხადებს კონკურსს “საქართველოს ულამაზესი წიგნები”. მოწოდებულ
წიგნებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური 2017 წლის თბილისის წიგნის დღეების დროს.
შერჩეულ წიგნები გადაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე და გამოიფინება ფრანკფურტში
2018 წელს.
შერჩეული წიგნების პრეზენტაცია 12 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე
მისამართი: ექსპოჯორჯია, მე-11 პავილიონი
წერეთლის გამზ. 118

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here