
8 ნოემბერს, 19:30 სთ-ზე, ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრის მცირე დარბაზში, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები წარმოგვიდგენენ კამერული მუსიკის საღამოს, რომელიც
ეძღვნება მათი უფროსი კოლეგის, ს.ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის
წევრის, ცნობილი მევიოლინისა და პედაგოგის ბატონი კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას. ახალგაზრდა მუსიკოსებს
პარტნიორობას გაუწევს უკვე სახელგანთქმული პიანისტი – თამარ ლიჩელი. პროგრამაშია ედვარდ გრიგისა და იოჰანეს ბრამსის
კამერული ქმნილებები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროში, ასევე -ონლაინ https://biletebi.ge/startup.aspx