Neuconstructivist Buro

0
644

წიგნი, რომელიც კრავს დროს. ნეოკონსტრუქტივისტის ბიურო
ჩვენი წარმოდგენა დროის შესახებ კატასტროფულად იცვლება. დრო იკუმშება, ილევა,
ციფრული ხდება, დრო მუდმივად გვაკლია; ზოგჯერ შეძლება მოგვეჩვენოს, რომ ის
საერთოდ გაქრა. ნეოკონსტრუქტივისტის მანიფესტში პროექტის ავტორი, ალექსეი
შინკარენკო (მინსკი, ბელარუსი) საუბრობს განუზღვრელობის დროზე, დროზე მომავლის
გარეშე. ასეთ დროში ჩვეული პროცესები და კონცეფციები არა-მუდმივ, არა-გარკვეულ
რამედ იქცევა. მსგავსი ცვლილებები 1920-იანი წლების კონსტრუქტივიზმის მაგვარი
რევოლუციური ტიპის ენერგიის მატარებელია, რომელიც ახალ ობიექტებსა და
პროცესებში მატერიალიზაციას მოითხოვს. შეიძლება თუ არა, წიგნი გახდეს ასეთი
ობიექტი? როგორი იქნება განუზღვრელობის დროის ნეოკონსტრუქტივისტული წიგნი?
რა არის წიგნის როლი შეცვლილ დროში? ბიუროს თითოეულ სტუმარს შეეძლება, ამ
კითხვებს საკუთარი პასუხი გასცეს და ამით მონაწილეობა მიიღოს წიგნის დიზაინში,
რომელის პრეზენტაციაც ფესტივალის ბოლო დღეს მოხდება.

პროექტი გრძელდება 10-11 ნოემბერს, 12:00-20:00
წიგნის პრეზენტაცია კვირას, 12 ნოემბერს, 15:00
მისამართი: ექსპოჯორჯია, მე-6 პავილიონი
წერეთლის გამზ. 118

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here