N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 3 წლამდე ბავშვებსა და მათ დედებს საპატრიარქოს საჩუქრები გადაეცა

0
590

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 3 წლამდე ბავშვებსა და მათ დედებს სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრებს შორის იყო საბავშვო ბიბლია, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარები.

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი დედები და ბავშვები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ. სამინისტროს ინიციატივით, პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება და ამ დროის შვილთან ერთად გატარების შესაძლებლობა აქვთ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here