პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს დიდსულოვანი მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ 19 პოლონელი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენას წიგნიდან: Patryk Mogilnicki. Nie ma się co obrażać. Nowa polska ilustracja. გამომცემლობა: Karakter, კრაკოვი 2017
პატრიკ მოგილნიცკიმ 22 ახალგაზრდა პოლონელ ილუსტრატორს შესთავაზა, ეჩვენებინათ წიგნში თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები, მოეთხროთ მათთვის მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყაროების შესახებ და გაეზიარებინათ მკითხველისთვის მათი მუშაობის თავისებურებებზე. წიგნში შესულია 400-ზე მეტი ილუსტრაცია და მათ შორის ილუსტრატორთა ავტოპორტრეტები.
გამოფენაზე წარმოდგენილია 19 ილუსტრატორის ნამუშევრები.
წიგნს წარმოგვიდგენს და მის შესახებ მოგვითხრობს მისი გამომცემელი, პრჟემეკ დებოვსკი
ილუსტრატორები: კაროლ ბანახი / დომინიკ ციმერი / ბარბარა ძიადოცსი / ზოსია დერჟავსკა / ანია გოჟჩინსკა / დანიელ გუტოვსკი / გოსია ჰერბა / ტიმეკ იეზერსკი / იზაბელა კაშმარეკ-შჩურეკი / იან კალვეიტი / ბარტეკ არობალ კოჩემბა / მიხალ ლობა / აგატა მარსალეკი / პაველ მილდნერი / პატრიკ მოგილნიცკი / ოლა ნიეპსუი / მაჩიეი სენჩუკი / მარიანა შტიმა / მაგდა ვოლნა.
გამოფენა გახსნილია 9-12 ნოემბერს, 11:00-20:00
წიგნის პრეზენტაცია შაბათს, 11 ნოემბერს, 16:00
მისამართი: ექსპოჯორჯია, მე-5 პავილიონი
წერეთლის გამზ. 118