შეხვედრა პოეტ ლელა სამნიაშვილთან / ცოცხალი წიგნები მარჯანიშვილში

0
502

ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმისა და დეკორაციის გარეშე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.

20 ნოემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ ლელა სამნიაშვილს უმასპინძლებს.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.

მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here