
სხვა შეხვედრები კი გაიმართება:
13 ნოემბერი – გია ბუღაძე – „ხელოვნებათა სინთეზის შესახებ“
14 ნოემბერი – ნიკა მაჩაიძე (Nikakoi) – „ბგერების კონსტრუქტორი“
16 ნოემბერი – დუტა სხირტლაძე – „თანამედროვე ქართული თეატრი“
20 ნოემბერი – ფსიქოლოგი დათო ანდღულაძე – „შიშები და კომპლექსები“
27 ნოემბერი – დიმიტრი ნადირაშვილი – „განწყობის ფსიქოლოგია და თანამედროვე ქართული რეალობა“
30 ნოემბერი – ნინო ქათამაძე – „მუსიკა და ადამიანი“
3 დეკემბერი – რეზო კორინთელი – „ოჯახი“ (დასაწყისი 18:00სთ.)
სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე.
საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცა.
აირჩიეთ სასურველი დღეები და დარეგისტრირდით 👉https://goo.gl/AxyDRn
ერთ საღამოს დასწრების საფასურია 30ლ.
სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის – 25ლ.
ფასში შედის:
პიცა
ყავა
ღვინო
ნამცხვარი
„გურიელის“ 6 სახეობის ჩაი
შეხვედრის დრო: 20:00-დან – 22:00-მდე
ჯგუფის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
azrovnebisakademia@gmail.com
98607076