
მონეტას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და მის გარეშე შეუძლებელია არსებობა. იგი ნებისმიერი ასაკისა და სოციალური წარმოშობის ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანია. მასზე ყველა სახელმწიფოს სიმბოლო ან/და ცნობილი პირებია გამოსახული, იგი სხვადასხვა ადამიანთა და კულტურათა ისტორიის მატარებელია და მისი მეშვეობით უამრავი საიდუმლოს ამოკითხვა შეიძლება.
სწორედ რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატები გაგაცნობენ ნუმიზმატიკურ საგანძურსა და ფულის ისტორიას; საშუალებას მოგცემენ ხელით შეეხოთ უძველესი მონეტების ასლებს.
პროგრამა განკუთვნილია: IV-XII კლასის მოსწავლეებისათვის; სტუდენტებისთვის
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი: ნუმიზმატიკური საგანძურის დარბაზი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე 2 93 16 52