
ტრენინგის შესახებ
იდეების მოფიქრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. კრეატიულ და ინოვაციურ იდეამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია… საჭიროა მხოლოდ გავარჯიშება.
ნუ დაელოდებით შემთხვევით როდის მოიფიქრებთ გენიალურ იდეას, – მოიფიქრეთ იდეა მაშინ, როცა მოგესურვებათ.
თუ გსურთ, გაიგოთ მეტი კრეატიული აზროვნების და იდეებზე მუშაობის ტექნიკების შესახებ, მაშინ ჩვენი გრძელვადიანი კურსი თქვენთვისაა.
ტრეინინგში გათვალისწინებულია თეორიული ნაწილი, სპეციალური სავარჯიშოები, ამოცანები და დავალებები; ინდივიდუალური, გუნდური მუშაობა და იდეის პრეზენტაცია;
ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს:
დაეუფლოს კრეატიულად ფიქრის ტექნიკას.
დაიწყოს იდეების გენერირება.
აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები და თავისი პროდუქტიულობა გამოიყენოს სხვადასხვა მიმართულებით.
გაბედულად შექმნას ახალი და ღირებული იდეები სხვადასხვა ინოვაციური პროექტებისა და წამოწყებებისთვის.
შემოქმედებითად გადაწყვიტოს პრობლემები და კონკრეტული პროექტის ამოცანები.
სათანადოდ მოახდინოს საკუთარი იდეების პრეზენტაცია და რეალიზება.
ტრენინგი ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, 10:00-12:00 საათებში. სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.
ტრენინგის დაწყების თარიღია 16 ნოემბერი.
სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLHEJQmzfnBEr5FvZVw1LosYSkyWf09WpfJhBLn48yYAwG-g/viewform
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
212@sciencelib.ge