თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება საჯარო დისკუსია თემაზე: ,,თეატრი და როლების ფსიქოლოგია”. დისკუსიას წარმართავენ კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი და სოციალური ფსიქოლოგი ეკატერინე ფირცხალავა. დისკუსიაზე განხილული იქნება როლების თავისებურებები თეატრში და ასევე, ზოგადად. საჯარო დისკუსია გაიმართება 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის 201-ე აუდიტორიაში.












