გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი იქნება

0
792

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.
”დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტაუციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ეს იქნება ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამსახური, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი თავისი გამოცდილებით ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here