
ყოველ წელს, ნოემბერში, შაბათის შეხვედრებიდან ერთი შეხვედრა ყველასათვის საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს ეძღვნება ხოლმე. წელსაც არ ვუღალატებთ ტრადიციას, მით უმეტეს, რომ წელს ასტრიდ ლინდგრენის 110 წლის იუბილეა.
კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ არაჩვეულებრივ მწერალზე, მის ნაწარმოებებზე. ვისაც უკვე წაკითხული გაქვთ, მოგვიყევით თქვენი შთაბეჭდილებები, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ – წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ.
შეხვედრები “ბავშვები მწერალთა სახლში” იმართება ყოველ შაბათს, 13:00 საათზე. შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური. დასწრება თავისუფალია.