Home რეგიონი რეჟიმები – 15 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 23-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

რეჟიმები – 15 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 23-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

რეჟიმები – 15 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 23-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე, 2017 წლის 15 ნოემბერს, დაგეგმილია ხიდის დეფორმაციული მონაკვეთების შესწორება. რის გამოც,  აღნიშნულ მონაკვეთზე, კმ21+500-დან, თბილისი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სამარშრუტო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ვაზიანის სამხედრო ბაზამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე და შემდეგ მოხრეშილი გზის გავლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ24 მონაკვეთამდე. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი გაჩერდება უშუალოდ დაკეტილი მონაკვეთის დასაწყისში (ორივე მხარეს) და მათი ნაკადის დაგროვების შემთხვევაში, შსს-ს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მათ გატარებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here