თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა

14 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლე გიწვევთ თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე.
ექსპოზიციაზე ცხრა ხელოვანის შემოქმედებას აერთიანებს და მასზე წარმოდგენილი იქნება დავით გედევანიშვილის, გიორგი რურუას, ქეთევან მაისურაძის, გოჩა ბაღათრიშვილის, ზაურ გამყრელიძის, ალექსი კვერნაძისა და ნოდარ ბადურაშვილის სხვადასხვა თემაზე შექმნილი საინტერესო ნამუშევრები.
გამოფენა განსაკუთრებულია როგორც ავტორთა სიმრავლით, ასევე მრავალფეროვანი ნამუშევრებით. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს, აქტუალურ თემებზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკულ ტილოები, სკულპტურები და შერეული ტექნიკით დამზადებული სხვადასხვა საინტერესო ნიმუშები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here