აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

0
535

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ღონისძიებები განიხილეს. ყურადღება მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. დავით სერგეენკომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებსა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების დირექტორ ნენსი ნაითს ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here