Home სხვადასხვა საუბარი მტაცებელი ჟურნალებისა და ყალბი კონფერენციების საფრთხეზე თანამედროვე მეცნიერებაში

საუბარი მტაცებელი ჟურნალებისა და ყალბი კონფერენციების საფრთხეზე თანამედროვე მეცნიერებაში

საუბარი მტაცებელი ჟურნალებისა და ყალბი კონფერენციების საფრთხეზე თანამედროვე მეცნიერებაში

22 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საუბარი მტაცებელი ჟურნალებისა და ყალბი კონფერენციების საფრთხეზე თანამედროვე მეცნიერებაში.

რამდენად სახიფათოა მტაცებელი ჟურნალების და ყალბი კონფერენციების არსებობა? როგორ ამოვიცნოთ მტაცებელი ჟურნალი? რატომ არის თითოეული მეცნიერის პასუხისმგებლობა, თავი აარიდოს მათთან თანამშრომლობას? როგორ ეხმარებიან ბიბლიოთეკები მეცნიერებს ამ პრობლემების გააზრებაში?

მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა კვლევის შედეგების წარდგენა კონფერენციებზე და გამოქვეყნება რეფერირებად ჟურნალებში. მტაცებელი ჟურნალები არღვევენ სამეცნიერო შეფასებების სისტემას და ემუქრებიან სამეცნიერო სამყაროს მრავალ შრეს, იქნება ეს პროფესორის კვალიფიკაციათუ კვლევის სანდოობა. მოდელი, რომელიც მეცნიერებს სთავაზობს ღია წვდომის ტიპის ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნებას საკმაოდ მაღალ ფასად, ხშირად ხდება სატყუარა არა მარტო განვითარებადი ქვეყნების მეცნიერთათვის, არამედ ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორებისთვისაც კი. შედეგად სამეცნიერო კვლევების სივრცე ნაგვიანდება დაუდასტურებელი და შეუმოწმებელი სამეცნიერო შედეგებით, რომელთა სანდოობის გადამოწმება, მტაცებელ ჟურნალთა რაოდენობის მუდმივ ზრდასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება.

საუბარს წარუძღვება კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი ქალბატონი ნანა დიხამინჯია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here