კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

0
657

კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა.

დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუარი. სამუშაოები ითვალისწინებს სატუმბი ტერიტორიის შემოღობვას. ჩატარდება სატუმბი სადგურის ელექტროენერგიით უზრულველსაყოფი ღონისძიებები.

განხორციელებული პროექტის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.

პროექტს, რომლის ღირებულება 2 413 700 ლარია, სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here