სალონური საუბრები ნინო ქათამაძესთან – „მუსიკა და ადამიანი“

0
357

30 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, გაიმართება სალონური საუბრების საღამო ნინო ქათამაძესთან. საუბრის თემა იქნება – „მუსიკა და ადამიანი“.

სხვა შეხვედრები კი გაიმართება:
13 ნოემბერი – გია ბუღაძე – „ხელოვნებათა სინთეზის შესახებ“
14 ნოემბერი – ნიკა მაჩაიძე (Nikakoi) – „ბგერების კონსტრუქტორი“
16 ნოემბერი – დუტა სხირტლაძე – „თანამედროვე ქართული თეატრი“
20 ნოემბერი – ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე – „შიშები და კომპლექსები“
21 ნოემბერი – გელა ჩარკვიანი – „ინტერვიუ მამასთან – გვიანდელი სტალინური ეპოქა საქართველოში“
26 ნოემბერი – მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო (დასაწყისი 18:00სთ.)
27 ნოემბერი – ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი – „განწყობის ფსიქოლოგია და თანამედროვე ქართული რეალობა“
3 დეკემბერი – რეზო კორინთელი – „ოჯახი“ (დასაწყისი 18:00სთ.)
9, 10, 11 დეკემბერი – ფილოსოფიური ტური გუდაურში (ტურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ 👉 https://goo.gl/vjxZHH).

სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე.

საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცა –https://goo.gl/AxyDRn

კვირის დღეებში შეხვედრები იწყება 20:00-ზე, ხოლო კვირა დღეს – 18:00-ზე.

ერთ საღამოზე დასწრების საფასურია 30ლარი.
სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის – 25ლარი.

ფასში შედის:
პიცა
ყავა
ღვინო
ნამცხვარი
„გურიელის“ 6 სახეობის ჩაი

სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ FB-გვერდზე – აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, მეილზე – azrovnebisakademia@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ – 598607076

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here