
ზღაპარი ადამიანების ცხოვრებაში ათასწლეულების ისტორიას ითვლის, თუმცა ის, როგორც ფსიქოთერაპიის მიმართულება „ზღაპართერაპია“, არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა.
ზღაპრის მოსმენა, მოფიქრება და განხილვა დიდსა თუ პატარა ადამიანში ავითარებს ფანტაზიასა და შემოქმედებას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ეფექტური არსებობისთვის.
ზღაპრის მოსმენა აფართოვებს ადამიანის წარმოდგენას საკუთარ ცხოვრებაზე, ადამიანი შეისწავლის გადაწყვეტილების მოძიებისა და მიღების ახალ მექანიზმებს, იცვლება ცხოვრებისეული სცენარები, ყალიბდება ახალი წარმოდგენები. შემთხვევითი არ არის, რომ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან ჩვენი საყვარელი ზღაპრები, რომელთაც კვლავ და კვლავ ვუბრუნდებოდით ხოლმე.
24 ნოემბერს გიწვევთ ზღაპართერაპიის ღია შეხვედრაზე, სადაც საშუალება გექნებათ გაეცნოთ ზღაპრის გამოყენების შესაძლებლობებს განათლებაში, სოციალურ სფეროში, ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში.
ასევე შეისწავლით ზღაპრის მოყოლისა და ზღაპრის შექმნის ალგორითმებს – თქვენთვის, თქვენი ახლობლებისთვის და კლიენტებისთვის.
წამყვანი – ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, არტ-ქოუჩი, ნლპ-პრაქტიკოსი.
ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ლოგოპედებისთვის, დეფექტოლოგებისთვის, მშობლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ხანგრძლივობა – 2,5 სთ
დასწრება თავისუფალია.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია – გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება მეილზე:
art-info.course@yandex.ru
კონტაქტი: +995 5 99 471 477