ანსამბლ „რუსთავისა“ და ბაქოს კამერული ორკესტრის კონცერტი პარიზში

0
612

23 ნოემბერს, პარიზში, იუნესკოს შტაბბინაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში გერმანული კოლონიების დაარსების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ანსამბლ „რუსთავისა“და ბაქოს კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდება აზერბაიჯანელი, ქართველი და გერმანელი კომპოზიტორების კლასიკური, ასევე, ხალხური და ტრადიციული მუსიკა. კონცერტს ცნობიული აზერბაიჯანელი დირიჟორი ფუად იბრაჰიმოვი უდირიჟორებს. კონცერტის მთავარი ნაწილი დაეთმობა მუსიკალურ დიალოგს აზერბაიჯანულ მუღამს, ქართულ მრავალხმიან სიმღერასა და იოჰან სებასტიან ბახის კლასიკურ კომპოზიციებს შორის.
ქართულ მრავალხმიანობას ანსამბლი – „რუსთავი“ წარადგენს. 2018 წელს ანსამბლი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კონცერტის პარალელურად დარბაზის მთავარ ეკრანზე წარმოდგენილი იქნება გერმანული კოლონიების ისტორიის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და იუნესკოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზების შედეგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში გერმანული კოლონიების დაარსების 200 წლის იუბილე შეტანილ იქნა იუნესკოს 2016-2017 წლების ღონისძიებათა ნუსხაში, რაც გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო თარიღების აღნიშვნასა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ემსახურება. აღნიშნული ღონისძიების თარიღად დასახელდა 2017 წლის 23 ნოემბერი, რომელიც მოიცავს ფოტოგამოფენას, ოფიციალური გახსნის ცერემონიალს და კონცერტს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here