Home თავდაცვა საქართველო – ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და მართვადი გამშვები დანადგარები

საქართველო – ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და მართვადი გამშვები დანადგარები

საქართველო – ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და მართვადი გამშვები დანადგარები

ვაშინგტონი, 20 ნოემბერი, 2017 წელი – სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსათვის დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და მართვადი გამშვები დანადგარების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ აღნიშნული შესაძლო გაყიდვის შესახებ კონგრესს სავალდებულო წესით 2017 წლის 17 ნოემბერს აცნობა.

საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ოთხასათი (410) ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტისა და სამოცდათორმეტი (72) მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა (ორი სათადარიგო ჯაველინის ბლოკ 1 გამშვები დანადგარის ჩათვლით); ასევე, გათვალისწინებულია ათი (10) ძირითადი უნარების საწვრთნელი მოწყობილობა; სამოცდაათამდე (70) სიმულაციური ჭურვი; აშშ-ის მთავრობის და კონტრაქტორის ტექნიკური დახმარება; ტრანსპორტირება; სხვა ლოგისტიკური და პროგრამული დახმარება. მთლიანი მიახლოებითი ღირებულება შეადგენს 75 მილიონ აშშ დოლარს.

აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ჯაველინის სისტემა განამტკიცებს საქართველოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თავდაცვის ეროვნული მოთხოვნები. საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან.

აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს.

მთავარი კონტრაქტორი იქნება „Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture of Orlando, Florida and Tucson, Arizona“. თუმცა, აღნიშნული რაკეტების მიწოდება მოხდება აშშ-ის სამხედრო მარაგიდან, ხოლო მართვადი გამშვები დანადგარების მიწოდება განხორციელდება სპეციალური თავდაცვითი შესყიდვების ფონდის მარაგიდან. აღნიშნულ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი შეთანხმების არსებობის შესახებ არ არის ცნობილი.

აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვის განხორციელებისათვის საჭირო იქნება სავარაუდოდ აშშ-ის მთავრობის ერთი (1) და კონტრაქტორის ორი (2) წარმომადგენლის გაგზავნა საქართველოში.

აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა აშშ-ის თავდაცვით მზადყოფნაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით აღნიშნული ცნობის გამოქვეყნება კანონით არის გათვალისწინებული, რაც არ გულისხმობს, რომ გაყიდვა უკვე შედგა.

აღნიშნულ შემოთავაზებულ საგარეო სამხედრო გაყიდვასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ადრესატს წარმოადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო პოლიტიკური საკითხების ბიუროს კონგრესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი, pm-cpa@state.gov.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here