ბულგარელი ექსპერტის ვიზიტი

0
705

გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი ბულგარელ ექსპერტს, სიანა მირჩევას მასპინძლობს. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ბულგარელი სტუმარი ქართულ მხარეს ნატოს STANAG 6001-ის მიხედვით, ტესტირების კომპიუტერული სისტემის (CAT) დანერგვასთან დაკავშირებით
გამოცდილებას გაუზიარებს. ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი გასულ წელს, ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ტესტირების ოფისში გამართული სამუშაო შეხვედრის ერთგვარი გაგრძელებაა, 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინგლისური ენის ტესტირების კომპიუტერული მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი უცხოელ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობს. ახლახან საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარსაც უმასპინძლა

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here