Home სხვადასხვა ევრო ზონაში ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა

ევრო ზონაში ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა

ევრო ზონაში ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა
A euro sign sculpture stands illuminated in front of the European Central Bank (ECB) headquarters in Frankfurt, Germany, on Thursday, Oct. 23, 2014. At noon in Frankfurt on Oct. 26, investors will learn which of the currency bloc's 130 biggest banks fell short in the ECB's year-long examination of their asset strength and ability to withstand economic turbulence. Photographer: Martin Leissl/Bloomberg

ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა, ოქტომბერში ევრო ზონაში ინფლაციის კორექტირებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად,  ევრო ზონაში ინფლაციის დონე, კვლავ ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ დონეზე დაბლა იმყოფება და მისი ზრდის ტემპი შემცირებულია.
გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური ზრდა 1.4 პროცენტი იყო, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე (1.5%) ნაკლებია. თვიდან თვემდე პერიოდში, იგივე ინდექსი 0.1 პროცენტით არის გაზრდილი. თუმცა ამ მხრივაც, წინა თვეში უფრო მაღალი მაჩვენებელი (0.4%) დაფიქსირდა.

ევროპის ცენტრალური ბანკისთვის (ECB), ინფლაციის მიზნობრივი დონე 2 პროცენტია. მასთან მიახლოებაზე დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

საბაზისო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო ფასების გარდა, საკვებისა და ენერგორესურსების ფასებსაც მოიცავს და რომელიც ძირითადი მაჩვენებელია ECB-ს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 0.9 პროცენტით არის გაზრდილი. სექტემბერში საშუალო წლიური ზრდა 1.1 პროცენტი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here