დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს რასიმ ლიაიჩს შეხვდა

0
735

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს რასიმ ლიაიჩს შეხვდა.
რასიმ ლიაიჩისთან ერთად, საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის ბრანკო რუზიჩი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.
შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა რეფორმებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი საქართველოში.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here