გიწვევთ ქართულ-აზერბაიჯანულ ფოტოგამოფენაზე

0
747

2017 წლის 26 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო ფოტოგამოფენის ”აზერბაიჯანის ფოტოგრაფიის დღეები საქართველოში” საზეიმო გახსნის ცერემონია.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანელი და ქართველი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრები. მათ შორის, ქართველ ფოტოგრაფთა ექსპოზიციის ნაწილი დაეთმობა თემას ”ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული აზერბაიჯანი”.

ფოტოგამოფენა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ასოციაციის წევრი ფოტოგრაფები სპეციალურად ამ გამოფენისთვის იმყოფებოდნენ ფოტოტურზე ბაქოსა და შეკიში. ა.წ. მაისში ბაქოში გაიმართა ანალოგიური ფოტოგამოფენა ”ქართული ფოტოგრაფიის დღეები აზერბაიჯანში”, რომელიც ამ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა.

ფოტოგამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრთა ფოტონამუშევრები სხვადასხვა ჟანრში.

ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა გაერთიანების დელეგაცია, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

საკონტაქტო პირი:
კახა ფხაკაძე, 591143175, 599022371, photographers.ge@gmail.com

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here