
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება კულტურული ,,რა?სად?როდის?”.
✔მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
✔გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული 5 ადამიანისგან.
✔გუნდის წევრები უნდა იყვნენ ერთი ფაკულტეტიდან.
✔გუნდების რეგისტრაცია განხორციელდება 22 ნოემბრიდან 27 ნოემბრის 00:00 საათამდე.
✔რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა –https://docs.google.com/forms/d/19PXAhPu04fIAl0qci8M_LIMJ6CnDul5xGbVTC_GbNlQ/edit?usp=sharing
რაც შეეხება პრიზებს:
⭕I ადგილი – რესტორანი ,,ვაგონი” გამარჯვებულ გუნდს გადასცემს 200- ლარიან ვაუჩერს.
⭕II ადგილი – კინოთეატრი ,,ამირანი” გადასცემს 5 ბილეთს.
⭕III ადგილი – გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში” დაასაჩუქრებს 5 წიგნით.
⭕გარდა ამისა, ბონუს კითხვის გამარჯვებული გუნდი მიიღებს საჩუქრად მარჯანიშვილის თეატრის 5 ბილეთს.
ღონისძიება ჩატარდება 28 ნოემბერს 18:00 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსის 214-ე აუდიტორიაში.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!