ფოტოგამოფენა „მოგზაურობებიდან“/Exhibition “From Travellings”

0
442

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენაზე სახელწოდებით „მოგზაურობებიდან“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა მისი მოგზაურობების დროს 1968-1986 წლებში გადაღებულ პორტრეტებს სერიიდან „პორტრეტები ახლოდან“.

ვიტას ლუცკუსის მიერ მოგზაურობების დროს შექმნილი პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფოტოჟურნალისტიკა ან სოციალური ფოტოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კამერა აღბეჭდავს ადგილობრივი ყოფის დეტალებსა თუ თვისებებს, ეს ყველაფერი ფოტოებში უბრალო ფონად რჩება, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია. მის ფოტოებში ჩანს ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო ანარეკლი – ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა ერების მატერიალურ და სულიერ კულტურას.

ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე ნახავთ ფოტო-კოლექციას საქართველოს სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა და პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.

გამოფენის ხანგრძლივობა: 25 ნოემბერი – 14 დეკემბერი, 2017
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3

*მუზეუმის ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
ბავშვები 6 წლამდე უფასო
მუზეუმი ღიაა სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე. ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here